18/09/2024
22:44
სამართალი
კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ამ დრომდე ეძებს, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცს.
"ფაქტობრივად, დაჩეხა,იმდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა",-ამის შესახებ "სფეისნიუსს" მოკლულ კესარია აბრამიძის ერთ-ერთმა მეგობარმა განუცხადა, რომელიც ამ წუთებში დიღომში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა.
იხილეთ ფოტო:
"ამბობენ, რომ სწორედ ეს "სთორი" შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი" , - ამბობენ ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფომრაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყემებული. ასევე სხეულზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში კი ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს კვლავ ატარებს.
0
0