
მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდი წარმატებას და ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება - ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის ჩვენი მთავრობის და ხალხის ერთობლივი მუშაობის ძალიან დიდი მიღწევა. მინდა ყველას დიპლომატს, ელჩს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთა მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სასტუმრო „პარაგრაფში“ „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" მიმდინარეობს
0
0