14/07/2023
21:24
საზოგადოება
“ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ სკანდალურ ფაქტს გამოეხმაურა:
"პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე🙏.
წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე. რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით," - წერს ნინო ნადირაძე ფეისბუკპოსტში, სადაც კომენტარებში ასევე დასძენს:
“ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა” - ციტირებს ნადირაძე პოლონელ ექიმს.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
0
0