28/07/2022
11:46
სამართალი
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.
ნინი გოგაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ხერხით ეცდება, რომ მამამისმა ციხიდან მორიგი განცხადება არ გაავრცელოს.
„გადაადგილების შემთხვევაში მანქანები დაგვყვებიან, არამარტო ჩემს ოჯახს, არამედ ადვოკატებსაც. გვიღებენ ფოტოებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ავტომანქანები დგანან ჩვენი სახლის გარშემო და ვფიქრობთ, რომ სახლში მოსასმენი აპარატურაც დაამონტაჟეს.
მათ შესაძლოა, რაღაც დაგეგმონ, მანქანით გადაადგილების დროს შესაძლოა, ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ისინი შურს იძიებენ. ყველაფერს ეცდებიან, რომ მამაჩემმა მორიგი განცხადება არ გაავრცელოს და სისტემა არ ამხილოს“, - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.
ცნობისთვის, 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
0
0