03/11/2022
17:20
პოლიტიკა
“ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს”, - ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
"ყველაფერი, რაც აშშ-მა ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის. ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლო მთავარია. ყველაფერი, რასაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რაც იძლევა ძალას, სხვადასხვა გამოწვევების გასამკლავებლად. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც", - განაცხადა დიპლომატმა.
0
0