16/04/2024
00:42
საზოგადოება
დღეს რასაც ვუყურებ, ვხედავ რომ „კა-გე-ბე“ ყოფილა ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დღესაც კარგად მუშაობს. „კა-გე-ბეს“ პირველ კურსზე ასწავლიან, რომ დაგაბრალონ ის, რაც თავად არიან, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, არის მცდელობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები რაც შეიძლება მეტად იყოს დაკნინებული, რაც რუსეთის ინტერესშია.
„ყველაზე მეტად ვის სჭირდება საქართველოში არეულობა? ვის აინტერესებს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია? რუსების მეტს ვინმეს აინტერესებს? მიდის ყველაფერი იქითკენ, რომ რაც შეიძლება დააკნინონ სახელმწიფო ინსტიტუტები. მოიცადე არჩევნებამდე, ხომ ამბობენ, რომ ვიმარჯვებთო, გაიმარჯვე და გააუქმე ის კანონი.
დღეს ის ადამიანები მასწავლიან ევროპელობას, რომლებიც 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შევიდნენ, მასწავლიან მე, რომელსაც მამა 5 წლიდან მინერგავდა, რომ ყველაზე დიდი მტერი არის საბჭოთა რუსეთი. ეს არის მათი ორსახოვნება. სისხლში, დნმ-ში უზით „კა-გე-ბეს“ კანონები. ეს ბავშვები არ მოსწრებიან იმ პერიოდის. დღეს არავინ დადის წართმეული მანქანით, არავის მამისთვის ბიზნესი არ წაურთმევიათ. ეს ბავშვები იმ დროს არიან გაზრდილები, როდესაც ეს არ შეეხოთ, თორემ ძალიან ბევრი ვიცი, რომელთა მამებიც დაიჭირეს, დედებიც, დააწიოკეს და უბედურება დამართეს“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
0
0