27/12/2022
12:55
პოლიტიკა
“საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებითა და კონცერტებით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ”, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრსას განაცხადა.
"არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია - მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებითა და კონცერტებით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.
ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია", განაცხადა კალაძემ.
0
0