ყველა შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ის, რომ არასდროს შეგვიქმნია დოკუმენტი, თუ რა ხდებოდა სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით - მამუკა მდინარაძე
04/02/2022
21:57
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ ვცდილობთ გამოვიდეთ არა აღქმებიდან, არამედ ფაქტებიდან, რეალობიდან და ობიექტურობიდან - ყველა შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ის, რომ არასდროს შეგვიქმნია დოკუმენტი, თუ რა ხდებოდა სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ განმარტა, გადაწყდა, რომ ერთი თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება.
“ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს ვერსიას გავაკეთებთ. არ გამოვრიცხავ, იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან, გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებაში. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, ცვლილებებს დავაინიცირებთ და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
0
0
343
სიახლეები
ყველა
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%