12/04/2022
15:15
პოლიტიკა
პარლამენტიდან ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, მმართველი პარტია წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო დელეგაციაში უკრაინაში - თუ "ოცნებიდან" იქნება დავით სერგეენკო, დიდი სიამოვნებით დავუთმობ მას დელეგაციის ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა და დღეს დღის ბოლომდე დაზუსტდება დეტალები, თუ ვინ იქნება დელეგაციაში წარმოდგენილი.
"ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პირველ რიგში, რადგან უკრაინას გვერდში უდგას მთელი მსოფლიო, საქართველოს სჭირდება იყოს ამ დღის წესრიგის მონაწილე და საქართველოს პარლამენტმა ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადოს არა მარტო ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას, არამედ ზოგადად უკრაინაში დღემდე დატრიალებულ ტრაგედიას. ამ ყველაფერს წინ არ უძღოდა მარტივი ურთიერთობები, მარტივი არ იყო შეთანხმება, მაგრამ კარგია, რომ შევთანხმდით. ეს თუ იქნებოდა მარტო ოპოზიციის დელეგაცია, მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერი, მაგრამ თუ მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნებიდან“ იქნება დავით სერგეენკო, მე დიდი სიამოვნებით დავუთმობ მას, რომ ის იყოს ხელმძღვანელი, ის ჩემზე უფროსიც არის, გამოცდილიც და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს,"- განაცხადა იოსელიანმა.
0
0