
”დიახ, მე ვფიქრობ, რომ ისინი სპეკულანტები არიან. ევროკავშირი საშინლად გვექცეოდა“, - დასძინა ტრამპმა და ნატოსა და შეერთებული შტატების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გაწეული ხარჯები გაიხსენა.
როგორც ცნობილია, ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ ის Signal-ის ჯგუფურ ჩათში დაამატეს, რომლის წევრები, სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი იყვნენ. ჯგუფურ ჩათში, ჯეი დი ვენსმა და პიტ ჰეგსეთმა ევროპის მიმართ „ზიზღი“ გამოავლინეს. ისინი განიხილავდნენ იემენელ ჰუსიტებზე მისატან იერიშებსა და მოთხოვნებს პარტნიორების მიმართ.
შეტყობინებების აპლიკაცია Signal-ის ჯგუფიდან, რომელიც შექმნილია იემენში განსახორციელებელი ოპერაციის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის კოორდინაციისა და გასაზიარებლად, გაიჟონა ტექსტები, რომლებშიც ჯეი დი ვენსი ცალსახად გამოხატავს უარყოფით შეხედულებებს „ევროპის კიდევ ერთხელ გადარჩენის“ მიმართ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025