ყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია
A-
+A

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია გარეგინ II-ის წერილში.
ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.
გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
0
0
33
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%