26/11/2024
13:38
პოლიტიკა
ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, ყოველთვის მივესალმები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ამნისტიის კანონთან" დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ამნისტიის, ისე ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმები და ასევე, სამაჯურის გამოყენებაც უნდა გაფართოვდეს.
„საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ევროპაში მეორე ადგილზე ვართ მსჯავრდებულების რაოდენობით და ეს რაოდენობა უნდა შემცირდეს, გამოყენებული უნდა იყოს, როგორც ამნისტიის, ისე ვადამდე პირობით გათავისუფლება. ასევე, სამაჯურის გამოყენება უნდა გაფართოვდეს. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობა შევამციროთ. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უსაფრთხოება არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამას ვუსვამ ხაზს, როდესაც ვსაუბრობ, რომ გათავისუფლების მექანიზმები უნდა იყოს დახუნძლული იმ პროგრამებით, რომლებიც მოამზადებს მსჯავრდებულებს, რომ გამოვიდნენ და აღარ ჩაიდინონ ის დანაშაული, რის გამოც სასჯელს იხდიან",- განაცხადა იოსელიანმა.
0
0