ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი - მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც, ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი - კენეტ იალოვიცი
02/10/2021
08:35
პოლიტიკა
A-
+A
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლა და წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობა "უპასუხისმგებლო" საქციელია. განცხადებას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
მისი შეფასებით, მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც.
"ძალიან სევდიანი და სამწუხარო მოვლენებია. ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოხდეს ქართველების სერიოზულ პრობლემებზე, რომელსაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან. მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც და მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი. ეს საქართველოსთვის დემოკრატიისგან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ჩარევას, უბრალოდ, დააიგნორებენ",- აღნიშნა იალოვიცმა “ამერიკის ხმასთან“.
0
0
184746
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%