25/05/2022
14:22
სამართალი
ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი მის ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ასლანიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ბრალდებულმა განმარტა, დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.
"ეს შემთხვევა რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მოხმდარა და სიზმარი არ მინახავს. ამ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი. ეჭვის საფუძველი მომეცა, ის დარეგისტრირდა "ფეისბუქზე", მეილზე შევედი, ფეისბუქზე გადავედი და ვხედავ დღეში 50 კაცთან უხამს და უცენზურო მიმოწერას”,- განაცხადა ასლანიშვილმა.
აღნიშნულს მოჰყვა ადვოკატის ელისო რუხაძისა და პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პროტესტი.
„ღამე წავიკითხე მესიჯები და თვალები შუბლზე ამივიდა. თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, ათი სამუდამო მომისაჯეთ”,- განაცხადა ასლანიშვილმა.
0
0