
ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის ფიგურანტი, ყოფილი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი მზად არის, დაასახელოს ის ქვეყნები, რომლებიც ქრთამს იძლეოდნენ.
როგორც BBC წერს, იტალიელი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერიმ ბელგიის პროკურატურასთან თანამშრომლობას დათანხმდა, სანაცვლოდ კი სასჯელის შემსუბუქება ითხოვა. საპროცესო გარიგების ამ ფორმას ბელგიის პროკურატურა ისტორიაში მეორედ გამოიყენებს.
ყოფილი ევროპარლამენტარი პანცერი ერთ-ერთია, იმ ოთხ ბრალდებულს შორის, რომლებიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ფარგლებში დააკავეს.
პანცერის გარდა, ოთხ ბრალდებულს შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი ევა კაილი, მისი პარტნიორი ფრანჩესკო ჯორჯი და ლობისტი ნიკოლო ფივა-ტალამანკა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ქრთამის აღებაში მაროკოსა და ყატარისგან, უკანონო ლობიზმის სანაცვლოდ. ყატარი და მაროკო ამ ინფორმაციას უარყოფენ.
0
0