18/05/2023
11:33
მსოფლიო
დღეს, 18 მაისს დილით დროებითი ოკუპირებული ყირიმის სიმფეროპოლის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, მარცვლეულით სავსე 5 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა - მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ამასთანავე, ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, ოლეგ კრიუჩკოვი.
"სიმფეროპოლი-სევასტოპოლის ხაზზე ელექტრომატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მგზავრები ამ სადგურებზე ავტობუსებით გადაიყვანენ. მოძრაობის განახლება მოგვიანებით გამოცხადდება". - ვკითხულობთ Telegram-ზე.
Mash-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სიმფეროპოლის მახლობლად, სოფელ ჩისტენკოიესთან სარკინიგზო ლიანდაგის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
სავარაუდოდ, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სოფლებშიც კი ისმოდა.
0
0