აშშ-ის ქალაქ დალასში, 29 წლის ალეგა ჰორნმა, ერთი ბოთლი წყლის მოპარვის მიზნით, მაღაზიის გამყიდველი მოკლა.
პოლიციიის ინფორმაციით, ვიდეო სამეთვალყურეო კამერაზე ჩანს, როგორ ათავსებდა ჰორნი წყლის ბოთლს დახლზე. როდესაც მაღაზიის გამყიდველმა [52 წლის ინაიათ საიდმა] და ეჭვმიტანილმა კამათი დაიწყეს, ჰორნმა იარაღი ამოიღო და საიდს ყელში ესროლა. შემდეგ მან წყლის ბოთლი მოიპარა და მაღაზიიდან გავიდა.
„მსხვერპლის თანამშრომლები და პოლიცია ჰორნს დაედევნენ. ის, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კვარტლის დაშორებით, ტყეში იპოვეს. იქვე აღმოჩენილია მისი იარაღიც. მაღაზიის გამყიდველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გარდაიცვალა,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ინციდენტამდე სამი დღით ადრე, პოლიცია ჰორნს ასევე კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმის გამო ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰორნმა საცხოვრებელი ბინის კარზე დააკაკუნა და მამაკაცს სახეზე იარაღი მიადო, თუმცა ვერ გაისროლა. ჰორნმა კვლავ სცადა თავდასხმა და მამაკაცი იდაყვის არეში დაჭრა.
ჰორნს დამამძიმებელ გარემოებაში ყაჩაღობასა და მკვლელობაში ედება ბრალი.
0
0