-share.jpg)
ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ასევე 31 მაღაროელი დაკარგულია და მათი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში მეთანი აფეთქდა. აფეთქების დროს მიწის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფებოდა.
17 მაღაროელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა განაცხადა, უცხოეთის კომაპნეიბის კუთვნილ მაღაროებში ავარიები ამ კომპანიების მიერ საინვესტიციო და სხვა სახის ვალდებულებების სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს და ამას „ყაზახეთის ბაზარზე მათ ყოფნაზე შესაბამისი გავლენა ექნება“.
ავარიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ამ კომპანიის კუთვნილ მაღაროებში რეგულარულად ხდება, ტოყაევმა დაავალა მთავრობას, რომ კომპანია ArcelorMittal-თან საინვესტიციო თანამშრომლობა შეწყვიტოს.
0
0