24/11/2023
20:45
მსოფლიო
ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთისთვის ყაზახური სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ ყაზახური პორტალი stopfake.kz იტყობინება.
პორტალის ცნობით, ადრე სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ ვებგვერდზე ყაზახეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეტყობინება გავრცელდა.
„გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკისთვის ყაზახური იარაღის სავარაუდო მიწოდების შესახებ არ შეესაბამება რეალობას“, - ნათქვამია ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათ ასევე დასძინეს, რომ 2022 წლიდან რესპუბლიკამ შემოიღო აკრძალვა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ინიციატივები გააძლიერებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პოტენციალს მისი თავმჯდომარეობის პერიოდში.
0
0