26/07/2023
14:33
საზოგადოება
ყავა ესპრესოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტები შეიძლება თავის ტვინში იმ ცილების შეჯგუფებისგან გვიცავდეს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებასთან არის დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს ლაბორატორიულ ნიმუშებზე ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც მეცნიერებს სამკურნალო საშუალებებზე მუშაობის ახალ, ამაღელვებელ გზას უხსნის.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ზუსტად როგორ იწყება ან ვითარდება ალცჰაიმერი, მთავარი ეჭვმიტანილია ცილების, სახელად ტაუს აგრესიული თავმოყრა თავის ტვინში; ნორმალური რაოდენობით ეს ცილა სრულიად უვნებელია და საჭიროც.
ახალ კვლევაში, იტალიის ქალაქ ვერონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი კონცენტრირდა ტაუ ცილების შეჯგუფებაზე ყავის შემადგენელი ნაერთების ეფექტზე; ისინი იმ წინა კვლევას გაუყვნენ, რომლის მიხედვითაც, ყავა და კოფეინი დაკავშირებულია კოგნიტური გაუარესებისგან დაცვასთან.
„ეს შედეგები ცნობებს მატებს ყავა ესპრესოს ნეიროპროტექტორულ პოტენციალს და მიუთითებს კანდიდატ მოლეკულურ ხარაჩოზე, რომელზეც შეიძლება დაშენდეს თერაპიები ტაუ ცილების მონომერული ან ფიბრილირებული ფორმების წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.
0
0