01/12/2021
14:02
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა ბრალდებას.
„მესამე პრეზიდენტი დღეს თავს სუსტად გრძნობს. ღვიძლში ფერმენტები იყო მომატებული, იმედი გვაქვს, ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ამ მდგომარეობაშიც კი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ პროცესზე გამოსაცხადებლად. მადლობას უხდის ყველა ექიმს და კონსილიუმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
პრეზიდენტი ბედნიერია რომ არის ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებულული
ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველამ იმ აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბარალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებას“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
0
0