01/03/2022
23:07
პოლიტიკა
როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციის მონაწილეები ხვალ დილის 08:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლება არ მისცენ.
,,დავდგეთ აქ ერთად და ხვალ დილით ვთქვათ, რომ ამ კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ შევა. პირდაპირ ვუთხრათ ან თქვენ წახვალთ ან ჩვენ წაგართმევთ ამ ქვეყანას. მაქსიმალურად ვეცდებით აქ შესაბამისი პირობები იყოს შექმნილი, მოვიკრიბოთ ძალები და დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე გაჟღერდა პოლიტიკური მოთხოვნები.
„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეთანხმდნენ და ითხოვენ: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველომ ცა ჩაუკეტოს რუსეთს და გაუხსნას უკრაინას, საქართვეკლომ შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი.
0
0