14/12/2024
19:13
საზოგადოება
ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, ცალკეულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. ასევე, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.
ხულოს მერიის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ხულოში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება საავტომობილო გზები. ინტენსიური თოვისა და ქარბუქის მიუხედავად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებული გამოწვევები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ასევე, ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის ცალკეულ სოფლებში შეფერხებები, შესაბამისი კომპანიის ბრიგადები მუშაობენ და ეტაპობრივად ხდება მოსახლეობაზე ელექტროენერგიის მიწოდება”, - აცხადებენ ხულოს მერიაში.
0
0