23/12/2024
11:46
მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ხშირად ვეუბნები ზელენსკის, რომ უნდა შეწყვიტოს ოლაფ შოლცის კრიტიკა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, რუტემ განაცხადა, რომ ის, შოლცისგან განსხვავებით, უკრაინას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის და არ დააწესებს შეზღუდვებს მათ გამოყენებაზე.
„ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის“, - განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, თუ რა უნდა გადასცენ მოკავშირეებმა უკრაინას.
ცნობისთვის, კიევში იმედგაცრუების მიზეზი ის გახდა, რომ გერმანია შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. ამასთან, ნოემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან პანდორას ყუთი გახსნა, რაც ძირს უთხრიდა ვლადიმერ პუტინის იზოლაციის მცდელობებს და უკრაინაში ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებას.
0
0