ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
30/12/2024
11:34
მსოფლიო
A-
+A
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. შედეგად, ხორვატიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მონაცემების მიხედვით, მილანოვიჩმა 49,09 პროცენტი აიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დრაგან პრიმორაკმა კი 19.35 პროცენტი.
„ვიბრძოლებ კანონის უზენაესობისთვის“, – აღნიშნა მილანოვიჩმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს გაიმართება.
ცნობისთვის, მილანოვიჩს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის საკითხზე. ის არ ემხრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. ასევე, მილანოვიჩი აკრიტიკებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.
0
0
75
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%