20/11/2024
14:42
მსოფლიო
„ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები 29 დეკემბერს გაიმართება. 21 ნოემბერს, მთავრობა სავარაუდოდ, კენჭისყრას ოფიციალურად დანიშნავს. თუ 29 დეკემბერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ორი კვირის შემდეგ მეორე კენჭისყრა გაიმართება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.
მოქმედმა პოპულისტმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ის ხელახლა იყრის კენჭს. მილანოვიჩს მხარს უჭერს ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, ხოლო მისი მთავარი კონკურენტი მმართველი კონსერვატორების კანდიდატი დრაგან პრიმორაკი იქნება.
როგორც Apnews-ი წერს, მილანოვიჩი და პლენკოვიჩი მწვავე პოლიტიკური მეტოქეები არიან. მილანოვიჩი ეწინააღმდეგება ხორვატიის მთავრობის მხარდაჭერას უკრაინისადმი, მათ შორის, ნატოს ხელმძღვანელობით, უკრაინელი ჯარისკაცების სასწავლო მისიაში ხორვატიის ჯარების მონაწილეობას. კონსერვატიული მთავრობა შეშფოთებულია, მიმდინარე კვირაში, ჯანდაცვის მინისტრის ვილი ბეროშის დაპატიმრების გამო, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში - ხორვატიის საავადმყოფოების შესყიდვის გარიგებებში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე და მემარჯვენე სხვა კანდიდატებიც მიიღებენ მონაწილეობას.
0
0