20/01/2023
23:35
სამხედრო
“შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა. საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული”, - ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი სურმავას თქმით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.
"შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში, ხუთს კლავს და ხუთს აზიანებს. არა მგონია სნაიპერი ყოფილიყო, ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი.
ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესმის ზოგი გადასარჩენად მიდიოდა.
თან გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, ჯობია გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხლები დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად.
ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ, საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული“, - განაცხადა გიორგი სურმავამ.
0
0