
მიხაილ ხოდორკოვსკის აზრით, რუსეთის გარდაქმნა "შვეიცარიის ანალოგიით" უნდა მოხდეს, ამის შესახებ მან Blick-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ორი გზა არსებობს. პირველი არის იუგოსლავიის მოდელი, რომელშიც რუსეთი დაიყოფა რამდენიმე სახელმწიფოდ. ეს იქნება ძალიან საშიში და შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული კონფლიქტები და ახალი დიქტატურები. მე მხარს ვუჭერ სრული რესტრუქტურიზაციის გზას და გადასვლას საპარლამენტო და ფედერალურ მოდელზე შვეიცარიის ანალოგიით“, - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ შვეიცარიულ გაზეთთან ინტერვიუში.
კრემლის კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აღდგენას მინიმუმ 20 წელი დასჭირდება.
„ამჟამად, რუსეთი განვითარების კუთხით, არის იქ, სადაც გერმანია იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ", ამბობს ხოდორკოვსკი.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026