27/10/2024
12:54
არჩევნები 2024
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი [ISFED] არჩევნები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს აჯამებს და როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ 27 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათ არ ნაკლებად აქვთ კითხვის ნიშნები შედეგების დათვლის პროცესთან, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევების და ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა თვლიან, რომ ამომრჩევლის თავისუფალი ნება არ იყო გამოვლენილი დაშინებისა და მოსყიდვის მასშტაბური მცდელობების გამო.
"ხმების პარალელური დათვლის მითოლოგიით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. კენჭისყრის პროცესში შეინიშნებოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე" - თქვა ნინო დოლიძემ.
ISFED-ის დამკვირვებლებმა უშუალოდ 26 მაისს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე 200-მდე საჩივარი დაწერეს. ამ დღეს დაფიქსირებულ დარღვევებიდან ნინო დოლიძემ გამოყო:
- საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას.
- საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები.
- რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა და მრავალჯერადად ხმის მიცემის ფაქტები;
- უბნების 32%-ზე აღირიცხებოდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე.
- საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებს.
გარდა ამისა, არჩევნების დღეს არაერთ უბანზე დამკვირვებლებს მუშაობა უწევდათ დაშინების, მათი უფლების შეზღუდვის, ძალადობის მუქარის ქვეშ, იყო შემთხვევები როცა დამკვირვებლები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნეები. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ დარღვევების ამ სპექტრმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
რაც შეეხება, კონკრეტულ პრობლემურ შემთხვევებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაგალითად, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ორი შემთხვევა; მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა; 1-ზე მეტი ბიულეტენის გაცემის 18 შემთხვევა; გადასატან სარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა. ასევე, ვნახეთ ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული შემთხვევები. განსაკუთრებით პრობლემური იყო, უბნის მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც დამკვირვებელს სათანადოდ არ ეძლეოდა ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკო-ში.
უბნის გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, დაახლოებით 100-ზე მეტი ინციდენტი იყო. დაახლოებით 170 ინციდენტი უბნის შიგნით“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
0
0