
ალჟირში, იტალიასა და საბერძნეთში გაჩენილ ტყის ხანძრებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კუნძულ როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ხანძარი მძვინვარებს კორფუსა და ევიაშიც. ბოლო დღეებში, როდოსზე 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საბერძნეთის სხვადასხვა ნაწილში მოსალოდნელია ტემპერატურის 44C-ზე (111F) მეტად აწევა.
გაჩენილი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი გაიქცა სიცილიიდან და აპულიიდან.
მეხანძრეები ბევრ რაიონში იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად და ხანძრის კერების გასანეიტრალებლად.
„ამ დროისთვის, დაღუპულთა ყველაზე დიდი რიცხვი - 34 ადამიანი - ალჟირში ფიქსირდება; მათ შორისაა 10 ჯარისკაცი, რომლებიც ალჟირის აღმოსავლეთით, პროვინცია ბეჯაიაში ევაკუაციის დროს ცეცხლის ალში იყვნენ გახვეულნი. ბეჯაიაში დაღუპულია 23 ადამიანი,“ - იუწყება ადგილობრივი მედია.
ხანძარი გაჩნდა მეზობელ ტუნისშიც, სადაც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 26 ივლისს, გამთენიისას, ხანძარი მძვინვარებდა ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზეც.
0
0