30/10/2021
11:59
პოლიტიკა
მას აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურზე დამარცხდება.
„იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება დიდი, ჩვენი თანამოქალაქეების აქტივობა გადამწყვეტია. იმედი მაქვს, დღეს არავინ დარჩება სახლში და ყველა გააკეთებს არჩევანს თავისი ქვეყნის, თავისი ოჯახების, შვილების მომავლისთვის. მე იმედი მაქვს, დღე მშვიდად ჩაივლის, რა თქმა უნდა, ყველა მობილიზებული უნდა ვიყოთ. უნდა დავიცვათ ხმები, არ უნდა დავუშვათ არც ერთი დარღვევა არც ერთ უბანზე. გარდა იმისა, რომ პარტიების წარმომადგენლები ვაკვირდებით ზედმიწევნით უბნებზე მიმდინარე ხმის მიცემის პროცესს, აუცილებელია მოქალაქეების მაღალი აქტივობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, თითოეულ დარღვევაზე უნდა შედგეს ოქმი და უნდა იყოს სათანადო რეაგირება.
„არც ერთი უბანი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, დათვლა უნდა დაიწყოს ოპერატიულად, არ უნდა მოხდეს ოქმების გადაცემის დაყოვნება. ამიტომ ამ პროცესზე იქნება ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით ყურადღება. მოლოდინი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქში დამაჯერებლად დამარცხდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0