30/11/2022
09:13
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქციის დაანონსება „ნაცმოძრაობაში" აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. პარტიის ერთ-ერთ წევრს, ეკა ხერხეულიძეს 3 დეკემბრის აქცია მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის სურვილია, რომ პოლიტიკიდან დისტანცირებული იყოს და ახლა აქციის გამართვა მისი საუკეთესო ინტერესებიდან არ მომდინარეობს.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ ჩემი დღევანდელი პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აქციის გამართვა არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან. მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“, განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი შაბათს, 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს. აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.
0
0