წარმოიდგინეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მარტივად ამოიცნობს ადამიანის ხასიათს და მისი ბიოგრაფიის ფაქტებიდან გამომდინარე, გარდაცვალების თარიღსაც გამოთვლის. გასულ თვეში დანიაში ვებ-გვერდი life2vec ჩაეშვა, რომელიც ამ მომსახურებებზეა გათვლილი.
როგორც BBC წერს, არანაირი მისტიკა ან ფანტასტიკა ამ ამბავში არ არის. გამოთვლის სიზუსტეს მონაცემთა ბაზის უდიდესი მოცულობა განაპირობებს, რომელიც პირად, სამედიცინო და სხვა სახის ინფორმაციას მოიცავს.
მილიონობით მსგავს პროცესზე დაკვირვებით, ხელოვნური ინტელექტი იწყებს კავშირების შემჩნევას ცხოვრებისეულ მოვლენებს შორის და ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს განსაზღვრავს, მათ შორის, სამ ძირითადს: განათლების დონეს, შემოსავალს და ქრონიკულ დაავადებებს. აღმოჩენილი კავშირები გამოიყენება მოვლენების კონკრეტული განვითარების ალბათობის პროგნოზირებისთვის. ასევე ფასდება გარდაცვალების ალბათობა კონკრეტულ ასაკში.
დაბალი ალბათობის კატეგორიაში არის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელთა პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.
მკვლევარები მოუწოდებენ, არ გამოიტანონ შორსმიმავალი დასკვნები პროგრამის პროგნოზებიდან და ისინი მთლიანობაში დანიის საზოგადოების მდგომარეობის ინდიკატორად განიხილონ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიღებული მოდელის სხვა ქვეყნებში გადატანას დიდი აზრი არ აქვს.
0
0