
ამერიკელი მომღერალი ელვის პრესლი ,,ვირტუალურად გაცოცხლდება“ - ახალ იმერსიულ კონცერტზე, სახელწოდებით Elvis Evolution, ხელოვნური ინტელექტი ვარსკვლავის ჰოლოგრაფიულ პროექციას წარმოაჩენს, რომელიც მისი ათასობით პირადი ფოტო-ვიდეო მასალისგან შეიქმნა.
შოუ, ლონდონში, ნოემბერში გაიხსნება და ლას-ვეგასში, ბერლინსა და ტოკიოში გაგრძელდება. Elvis Evolution-ის უფლებების გლობალური დაცვა ბრიტანული Layered Reality-ს იმერსიული შოუს სპეციალისტებმა უზრუნველყვეს.
კომპანიის განცხადებით, "განმაცვიფრებელ კონცერტზე" ნატურალური ზომის ციფრული ელვისი "დიდი ბრიტანეთის სცენაზე პირველად შეასრულებს საკულტო მომენტებს მუსიკის ისტორიაში".
როგორც Layered Reality-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ მაკგინესმა განაცხადა, შოუ დაადასტურებს "მომავალი თაობის პატივისცემას მუსიკალური ლეგენდისადმი" და ის საშუალებას მისცემს ხალხს "ელვისის სამყაროში შეაბიჯონ“.
,,შოუში გამოყენებული იქნება მრავალი სენსორული ეფექტი. ეს ტექნოლოგია საზოგადოებას საუალებას მისცემს, რომ უფრო ღრმად შეიგრძნოს ელვისის ცხოვრება. მომღერლის თაყვანისმცემლები ათწლეულების განმავლობაში იმოგზაურებენ, რათა განიცადონ დიდებისკენ მიმავალი მისი გზა, გაიცნონ ელვის პრესლი, როგორც უფრო დიდი პერსონა და ის კულტურული ცვლილება, რომელიც მან 1950-1960-იან წლებში მოახდინა," - დასძინა ენდრიუ მაკგინესმა.
შოუს ცენტრალური ლოკაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, ასევე უმასპინძლებს ელვისის თემატიკის ბარსა და რესტორანს ცოცხალი მუსიკით.
2022 წელს, პრესლის ცხოვრების შესახებ ფილმი გამოვიდა (რეჟისორი ბაზ ლურმანი). მოგვიანებით, მსახიობმა ოსტინ ბატლერმა მომღერლის როლის შესრულებისთვის Bafta Film Award-ი მოიპოვა. კიდევ ერთი ფილმი, Priscilla, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარე კვირაში გამოვიდა, მომღერლისა და მისი ყოფილი მეუღლის, პრისცილა პრესლის ურთიერთობას ეხება.
0
0