24/12/2021
22:26
პოლიტიკა
“ეს ხელისუფლება ვერ იტანს მათ, ვინც ნორმალურად გამოიყურება, დიახ, ვინც ცივილიზებულად გაოიყურება და არ არის ოპოზიციის პირდაპირი ლანძღვა-გინებით დაკავებული. ერთი ასეთი იყო თალაკვაძე, რომელიც როგორც მინიმუმ ოჯახში აღზრდილ ადამიანად აღიქმებოდა და მეორე კუჭავა, სხვაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. შესაბამისად ერთიც და მეორეც მოიშორეს. სჭირდებათ უფრო აგრესიული და გამაღიზიანებელი ტონით მოსაუბრე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს გვიწვევს ხელისუფლება. გამოწვევაზე მოდის, რომ რამდენს მოვითმენთ,” – ამბობს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ამ ცვლილებას არავითარი აზრი არ აქვს ქვეყნისთვის.
ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა და დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. პარლამენტის ახალი სპიკერი შალვა პაპუაშვილი იქნება, ხოლო მას შემდეგ რაც ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს მას გიორგი ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
0
0