30/08/2022
13:38
პოლიტიკა
ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წერს.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და „რუსული ძალის მარიონეტულ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ჩამოიშორებს“.
„დღევანდელი მმართველი ბანდა არის ავტორიტარული რუსული მარიონეტული ხელისუფლების კლასიკური მაგალითი. ჯერჯერობით ის იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა. ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული სტრესი იგივე შედეგს იძლევა.
იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და ჩამოიშორებს „груსული ოცნების” ბოროტი რუსული ძალის მარიონეტულ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, - წერს სოსო გოგაშვილი.
0
0