22/11/2024
14:47
პოლიტიკა
ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხი იაფფასიანი პროპაგანდით მოატყუეს.
„ხალხის მოტყუებას ჯერჯერობით გააგრძელებენ, რადგან ახლა გახარიას ძალიან გაუჭირდება თქმა, რომ პარლამენტში შესასვლელად ემზადება. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება. გახსოვთ, წინასწარი საარჩევნო კამპანია რა იყო, თუ ჩვენ წავაგებთ, რუსეთი მოვა, თუ ხმა დაიკარგა, პუტინი იჯდება პარლამენტში და ა.შ. ახლა მოუწევთ ამ პუტინის პარლამენტში თვითონ ჯდომა, აპირებენ კიდეც ამას და ხალხს რაღაც ხომ უნდა უთხრან, რადგან ძალიან ცხადია, რომ ეს ხალხი მოატყუეს თავიანთი იაფფასიანი პროპაგანდით.
პრინციპში, ვერ იტყვი, რომ ხალხმა არ დაიმსახურა, რადგან იაფფასიანი პროპაგანდით თუ გატყუებენ დაუსრულებლად, ცოტათი ღირსიც კი ხარ ამის, მაგრამ ფაქტია, ხალხი მოტყუებულია. ამათ პარლამენტში შესვლა უნდათ და ყველა ელოდება, რა მოხდება, როგორ გაივლის ეს პროცესი, თორემ შედეგად გაისად ამ დროს ყველა პარლამენტში იქნება და ხალხი ისევ მოტყუებული“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
0
0