
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას, კიდევ ერთი თვითმხილველი იხსენებს.
მისი თქმით, თავდამსხმელისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მსხვერპლი, რადგან მოკლავდა ნებისმიერს, ვინც შეხვდებოდა.
"ხმა იყო. მეთქი, ეს რაღაცა საახალწლოს არ ჰგავს... პირდაპირ ჩანს, „იოლის“ რაღაც მონაკვეთი, იქიდან, სიმართლე გითხრათ, სროლის ხმა იმ მომენტში არ გამიგია, მაგრამ გავიგე შემაძრწუნებელი ხმები: „ჩქარა, ბიჭო, მოგვიკლეს თანამშრომელი!“ მაშინვე გავიაზრე, რომ პოლიციელზე იყო თავდასხმა. მანქანები შემოდის ხმაურით, გადის ხმაურით. მე სასწრაფო არ დამინახავს, არაფერი დამინახავს, შევედი. ცოტა ხანში კიდევ ავტომატის ჯერი. სხვათაშორის, იყო სხვა იარაღიც. მე პოლიციას ჩვენება მივეცი და ვუთხარი, სხვა იარაღიც იყო.
ეს ბიჭები საიდანღაც გამოვიდნენ. ინფორმაცია იყო ეგეთი, რომ სადღაც ერთად იყო ეს ჯგუფი და გამოვიდნენ. მე ვერაფრით ვფიქრობ, რომ აი, ამ სიტუაციაში ის ოთხივე მოკლა. მე ვფიქრობ, იქიდან რომ შემორბოდა, ორ ეტაპად იყოფა ეს დანაშაული, ეს ბიჭები შეხვდნენ უბრალოდ... მე ვიქნებოდი - მე მომკლავდა, ის იქნებოდა - იმას მოკლავდა... აიღო იარაღი, წავიდა მაღაზიაში... პოლიციელი იქ არ მოკლა? იმ გოგონას ესროლა, 17 წლისას, მაღაზიის მფლობელს ესროლა. კაცის მოსაკლავად გამოვიდა, ეგრე გამოვიდა... თუ ითხოვდა ერთს მოკლავდა, რა ჯგუფურ მკვლელობას გამართავდა? ჩემს ცხოვრებაშიც კი, ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი, სიამოვნებით ამოვხედ~ვდი ამ გვერდს კალენდრიდან, ეს იყო საშინელება", - ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
0
0