პუტინმა უნდა წააგოს აბსოლუტურად ყველაფერში, როგორც აქ ჰოსტომელში. ეს არის მშვიდობის მოპოვების ერთადერთი გზა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც სიმბოლურად სწორედ ჰოსტომელში ჩატარდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, იტალიის, ბელგიისა და კანადის პრემიერმინისტრების მადლობა გადაუხადა ორწლიანი ურყევი მხარდაჭერისთვის:
"ჩვენ ყველანაირ გეოპოლიტიკაზე ძლიერები ვართ. ხალხის ერთიანობას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ დიქტატორს. და სიმამაცე - ჩვეულებრივი ხალხური სიმამაცე - აბრუნებს ისტორიის ისეთ ფურცლებსაც, რომლებიც თითქოს არასოდეს დასრულებულა.
მადლობელი ვარ მხარდაჭერის ყოველი პაკეტისთვის, რომელიც ეხმარება ჩვენს ჯარისკაცებს ბრძოლაში და ჩვენი ქვეყანის გაძლიერებას. მადლობას გიხდით რუსეთის წინააღმდეგ ყოველი სანქციისთვის და მადლობას გიხდით ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც ამ ომს სამართლიან დასასრულს აახლოებს." განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად დღეს სწორედ იმ ადგილას ჩავიდა, საიდანაც 2 წლის წინ, "კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო.
ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდებითა და სხვადასხვა ორდენებით დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროები.
0
0