-share.jpg)
ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმობს.
საუბარია ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" წინ მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი დაიწყო, კონტროლიორმა უბილეთო მგზავრს უკბინა.
ადგილოვბრივები მომხდარზე ამბობენ: "ეს კბენა რა არის? თუ არ ჰქონდა ადამიანს კლავდა ამის გულისთვის?"
"თავიდან სასაცილოდ მომეჩვენა ეს, მაგრამ რომ დავფიქრდი ისეთი სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში და ქალაქში ხალხი ვამპირიზმზეა გადასული. იმედია, არ მიეცემა ხშირი სახე და არ დავკბენთ ერთმანეთს ავტობუსებში",- ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთმ რომ გუშინ, 25 მარტს ქუთაისში კონტროლიორმა მგზავრს უკბინა.
0
0