-share.jpg)
„ლევან ხაბეიშვილს არაფერს ეკითხებიან ე.წ. კლანს კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი მართავს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუას თქმით, მელია უთავმოყვარეო, უპრინციპო ადამიანი აღმოჩნდა.
„ხაბეიშვილი არის მსხვერპლი მათი, არავინ არაფერს არ ეკითხება. აქ არის კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილის კლანი, მორჩა. როგორც უნდა ისე ახმოვანებენ, როგორც უნდა იმ პლატფორმაზე დადგებიან, როგორც უნდა იმ მესიჯს გაახმოვანებენ, როგორც უნდა ისეთ აქციას მოაწყობენ. ის სამი რასაც გადაწყვეტს, ისე არის.
მელიაც უცნაური, უთავმოყვარეო, უპრინციპო ადამიანი აღმოჩნდა. ჩამოგაგდეს, ხაბემ გაგაგდო, ჩაგიტარეს არჩევნები, არ აქვს მნიშვნელობა მოგიწყვეს თუ რა, ჩამოგაგდეს, ადექი და გადი. უთავმოყვარეო კაცი ყოფილხარ, შენგან მით უმეტეს არ გამოვიდოდა ლიდერი“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
0
0