16/12/2022
18:53
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება.
"ეს რასაც თქვენ ხედავთ, „პერფორმანსებს“, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, ეს კიდევ ერთხელ უკავშირდება იმას, ხომ გახსოვთ, ჩვენს ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა-ზამთარს.
ხაბეიშვილი პარლამენტში, სადაც იუსტიციის მინისტრს უნდა მოუსმინოს, საპროტესტო ბანერაზე წარწერით: „მკვლელო“ მივიდა.
ახლა პარტიაში, შიგნით მოხდა მათი გადატრიალება და კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაა, ვინც უფრო მაღალ რადიკალიზმის ხარისხს წარმოადგენს, ალბათ ის გაიმარჯვებს.
თორემ რად უნდა ამდენი განცხადება. ვინმეს თუ უნდა დატოვება, ადგეს და გავიდეს. მერამდენედ მოვისმინეთ, „დღეს არა, ხვალ“, „ის გავიდეს, მეც გავალ“. შენ თუ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით რაღაცას მოიმოქმედებ და შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი.ჩემი პოზიციაა, რომ შიგნით უნდა იყვნენ და რამე გონივრული, ჭკვიანური აზრი, ხედვა თუ აქვთ ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოადგინონ, თუ უნდათ მუშაობა. თუ არ უნდათ, აგერ არის კარიც, გზაც და აქციებიც. ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ თანამდებობის პირმა თქვა ამერიკიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტისთვის მზად არიან.
0
0