13/01/2025
13:05
პოლიტიკა
რა ნამუსით მიდიხარ საცივის და ღორის ხორცის „სათქვლეფად“, შე ვირიშვილო? ღორო შენ, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულოები, არასრულწლოვანები ციხეში გაუშვი და შენ ხარჩოს „სათქვლეფად“ მიდიხარ? - მაგარი კორპორაციული ჰქონდათ - აგინებდნენ, აფურთხებდნენ, კვერცხებს თავში აზელდნენ და ჯარის გარეშე ვერ გარბოდნენ. მათ აქვთ უფლება იყვნენ იდიოტებიც, ღორებიც და ჯალათებიც, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მივიდეთ და კუდით ქვა ვასროლინოთ, როგორც გუშინ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, 12 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ.
ალეკო ელისაშვილის შეფასებით, აქციის მონაწილეებმა რესტორან „ბაბილოში“ შეკრებილ მოსამართლეებს „კუდით ქვა ასროლინეს.
„მონები! ნამუსი არ აქვთ? რა გული აქვთ? რა ხალხი არიან, ან სად გაიზარდნენ ეს მოსამართლეებად წოდებული ყველაზე სამარცხვინო ხალხი? ხომ ასროლინეს კუდით ქვა. წყლის ჭავლისა და სპეცრაზმის გარეშე რესტორნიდან რომ ვერ გამოხვალ, რაღაცაზე ხომ უნდა დაფიქრდე? თავი მარტო საფხანად ხომ არ აქვთ?“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, პოლიციელთა ავტორიტეტი ქვეყანაში გაუარესებულია, რაც მათმა უსამართლო ქმედებებმა, ხალხზე ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ და აქციის მონაწილეთა ძარცვამ გამოიწვია.
0
0