-share.jpg)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ოქტომბერს, გარკვეულ რაიონებში, წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +17,+22°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
ზოგან წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:ბარში ღამით +11,+16°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +6,+11°, დღისით +15, +20°;
მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +9, +14°.
თბილისში- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16, დღისით +21°.
0
0