30/12/2024
11:11
მსოფლიო
ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმას ერთი ტურისტი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ტურისტები იტალიის მოქალაქეები იყვნენ.
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი ეგვიპტის საკურორტო ქალაქ მარსა ალამში მოხდა, რომელიც მყვინთავებს შორის პოპულარულია. ზვიგენის თავდასხმა "ღრმა წყლებში, საცურაო ზონის გარეთ" მოხდა. მარსა ალამში საცურაო ტერიტორია დაიხურება. ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ზვიგენის დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოთხი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელად, 2023 წლის ივნისში, ჰურგუდას მახლობლად, ზვიგენის თავდასხმას 24 წლის რუსი მამაკაცი ემსხვერპლა.
0
0