19/11/2024
20:41
პოლიტიკა
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ - თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო მსვლელობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკან დახევას არც ერთი ნაბიჯით აპირებს.
“გამოვთქვათ რეაქცია პოლიციის უღირსობაზე! თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ - თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენი საჭიროა გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენ მოქალაქეს, არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნება და გაიწევა რუსეთი ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით და არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ახლა აქ ვორგანიზდებით, აპარატურა მალე აეწყობა და დავბანაკდებით ისევ აქ”, - მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.
0
0