
WhatsApp-ის მომხმარებლები, ახალი ფუნქციის დახმარებით, მალე საუბრების დაბლოკვას და დამალვას შეძლებენ. ე.წ. Chat Lock-ი ეკრანზე განთავსებულ რეგულარულად შემოსული წერილებიდან „ჩათის საქაღალდეს“ წაშლის და მას ახალ საქაღალდეში გადაიტანს, რომლის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ პაროლით ან ბიომეტრიული - სახის ან თითის ანაბეჭდის ამომცნობი სისტემით.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, ახალი ფუნქციის ამოქმედება Facebook-ის პოსტში დაადასტურა.
"WhatsApp-ის ახალი ფუნქცია მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კიდევ ერთი საშუალებაა. Chat Lock-ი თქვენს ყველაზე ინტიმურ საუბრებს დაიცავს. ისინი დაიმალება პაროლით დაცულ საქაღალდეში და შეტყობინებები არ გამოაჩენს გამგზავნს ან შეტყობინების შინაარსს", - აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.
როგორც კონფიდენციალურობის პაკეტის ნაწილი, Meta საშუალებას აძლევს WhatsApp-ის მომხმარებლებს, რომ დაშიფრონ თავიანთი სარეზერვო ასლები, დაბლოკონ ეკრანის ანაბეჭდის [screenshot] გაკეთების შესაძლებლობა და ავტომატურად გააქრონ შეტყობინებები.
მანამდე კი, Meta-მ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა.
„ჩვენი ინოვაციური მიდგომის შედეგად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ტექნოლოგიას შეუძლია სარეზერვო ასლების დაშიფვრის ოპერაციის სრულად განხორციელება ისე, რომ დაიცვას ბავშვები ონლაინ ძალადობისგან და პატივი სცეს მომხმარებლის კონფიდენციალურობას,“ - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი "არ მოითხოვს კომპანიებისგან სარეზერვო ასლების დაშიფვრის ფუნქციის დარღვევას ან პირადი კომუნიკაციების რეგულარულად დაკვირვებას“.
„მორალური თვალსაზრისით, ტექნიკურმა კომპანიებმა იმ დონემდე არ უნდა დააბრმავონ საკუთარი თავი და სამართალდამცავები, რომ თავიანთ პლატფორმებზე არსებულ კრიმინალს თავი აარიდონ,“ - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
0
0