-share.jpg)
ქვეყნის ოპერატიული სისტემის შეცვლას დრო სჭირდება. არაპრეცედენტული დროა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც არაპრეცედენტულია, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებასა და ევროკავშირის გაფართოებაზე საპარლამენტო დისკუსიაზე განაცხადა.
„წევრობა ნიშნავს ღრმა რეფორმებს, რომელიც მხოლოდ ერთ სფეროს არ ეხება. ეს მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რაც უკავშირდება კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოსვლას. გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით გაფართოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წარმოდგენილია რეკომენდაციები, ისტორიული მიღწევები გვაქვს. გაფართოება და გაფართოებისთვის მზადყოფნა, ან ახალი წევრის მიღება 24 საათში და ვერც ორ, ან სამ წელიწადში ხდება. ქვეყნის ოპერატიული სისტემის შეცვლას დრო სჭირდება. არაპრეცედენტული დროა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც არაპრეცედენტულია“, - აღნიშნა კომპანმა.
ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებასა და ევროკავშირის გაფართოებაზე საპარლამენტო დისკუსია მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან. ევროინტეგრაციისა და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელები პარტნიორებს ხვდებიან.
0
0