07/05/2023
16:07
საზოგადოება
თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის გათხრის დროს მე-19 საუკუნის აკლდამები აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას და ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, მარიკა ხიდურელი აქვეყნებს.
„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც იცით. გზის გათხრის დროს კი ამასობაში, დიდუბის პანთეონთან, სავარაუდოდ მე-19 საუკუნის ათამდე აკლდამა აღმოაჩინეს. ეს ჯერჯერობით, ალბათ კიდევ იქნება.
ადგილზე, პანთეონის დირექტორს, ბატონ ბადრის გადავაწყდი შემთხვევით, რომელმაც არა მარტო ამ აკლდამების, არამედ მთელი ამ ქუჩის ისტორია მომიყვა. რა საინტერესო წარსული ჰქონია თურმე ქუჩას, რომელზეც ვცხოვრობ და რამდენი ამბავი უკავშირდება ამ აკლდამების ისტორიას“, - წერს ხიდურელი.
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ გუშინ დაწერა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ბიბლიოგრაფმა ლევან თაქთაქიშვილმა.
0
0