06/05/2023
20:43
საზოგადოება
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ბიბლიოგრაფი ლევან თაქთაქიშვილი წერეთელზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილ საფლავებზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„არარაი არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს! დიდუბის პანთეონის წინ გზის საფარის გათხრისას საფლავები აღმოჩნდა, ასეც უნდა მომხდარიყო! 1938 წელს დიდუბის სასაფლაო გაუქმდა, მისი გალავანი მოანგრიეს და გალავნის პირას დაკრძალულ პირთა საფლავები სავალი გზის ქვეშ აღმოჩნდა. მათ შორის, არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის საფლავი იყო. ერთ-ერთი იყო პედაგოგი ეგნატე ხრამელაშვილი. დღეს ამ საფლავებში არსებული ნეშტები, შესაძლებელია, დაიკრძალოს დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე, ერთ საძმო საფლავში და დაეწეროს იმ საზოგადო მოღვაწეთა გვარები, რომელთა საფლავები შეეწირა 1938 წლის ვანდალიზმს. თუ ვინმეს დააინტერესებს, სიას მოვუმზადებთ დაკარგული საფლავებისა!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.
0
0